logo
ENG



"მსოფლიო სრულად უნდა იყოს დაცული ტერორისტული სახელმწიფოსგან" - ზელენსკი დუდას ესაუბრა

16 ნოე 202202:47
3 წუთის საკითხავი
 
"მსოფლიო სრულად უნდა იყოს დაცული ტერორისტული სახელმწიფოსგან" - ზელენსკი დუდას ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ესაუბრა.

პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში, რუსული რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გავრცელებული ცნობების შემდეგ, ზელენსკიმ თქვა, რომ "მსოფლიო სრულად უნდა იყოს დაცული ტერორისტული სახელმწიფოსგან".

"ვესაუბრე ანდჟეი დუდას. მწუხარება გამოვთქვი რუსული სარაკეტო ტერორის შედეგად დაღუპული პოლონეთის მოქალაქეების გამო. ჩვენ განვიხილეთ არსებული ინფორმაცია, ვაზუსტებთ ყველა ფაქტს, უკრაინა, პოლონეთი და მთელი ევროპა და მსოფლიო სრულად დაცული უნდა იყოს ტერორისტული სახელმწიფოსგან", - წერს ზელენსკი.

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით ნასროლი რაკეტებიდან 2 პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ლულინში ჩამოვარდა. ინფორმაციას AP აშშ-ის დაზვერვიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სხვადასხვა მედია იწუყება, რომ შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი.

პოლონეთს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, თუმცა პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".

პოლონეთმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და მომხდარის გამო, სამხედრო მზადყოფნის გაზრდის შესახებ განაცხადა

მომხდარის შემდეგ, პოლონეთის პრეზიდენტია ანდჟეი დუდა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ესაუბრა. სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი აკვირდება სიტუაციას და მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დადგინდეს ფაქტები. 


close დახურვა